სტატია

აღმოაჩინე ჩვენი ბლოგი



არნოლდ კლასიკი 2018 მსოფლიოს 5 კონტინენტზე გაიმართება

არნოლდ კლასიკი მულტისპორტულ ფესტივალებს მსოფლიოს 5 კონტინენტზე გამართავს. არნოლდ კლასიკის ფესტივალი ამერიკაში 2018 წლის მარტში კოლუმბუსში, ოჰაიოს შტატში გაიმართება.  რაც შეეხება დანარჩენ კონტინენტებს, ფესტივალს ავსტრალიაში მელბურნი, ბრაზილიაში სან-პაულუ, სამხრეთ აფრიკაში იოჰანესბურგი, ხოლო ესპანეთში ბარსელონა უმასპინძლებს. ავსტრალიასა და ამერიკაში არნოლდ კლასიკი ბოდიბილდინგისა და ფიტნესის საერთაშორისო ფედერაციის პროფესიონალური ლიგის და NPC-ის (მოყვარულ ბოდიბილდერთა უმსხვილესი ორგანიზაცია ამერიკაში) მხარდაჭერით გაიმართება. ხოლო სამხრეთ აფრიკაში, სამხრეთ ამერიკასა და ევროპაში IFBB Elite პროფესიონალთა ლიგისა და ბოდიბილდინგის საერთაშორისო ფედერაციის ორგანიზებით. არნოლდ კლასიკი მოიცავს როგორც პროფესიონალ ასევე მოყვარულ ბოდიბილდერთა შეჯიბრებებს, ძალოვან სპორტსა და ორთაბრძოლებს, ჯანმრთელობასთან და ფიტნესთან დაკავშირებულ ჩვენებებს, ახალგაზრდულ ღონისძიებებს, რომლებიც თითოეულ კონტინენტზე განსხვავებულად ტარდება.

„არნოლდ კლასიკი მსოფლიო ბრენდია და ის დღესდღეობით მულტისპორტულ ღონისძიებათა გამართვაში ერთ-ერთი პირველია საერთაშორისო მასშტაბით. ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ თითოეული ახალი ფესტივალი იყოს იმაზე უკეთესი და საინტერესო, ვიდრე წინამორბედი,“ - განაცხადა ჯეიმს ლორიმერმა. არნოლდ შვარცენეგერთან ერთად იგი არნოლდ კლასიკის თანადამფუძნებელი გახლავთ.

„ ბოდიბილდინგის სამყაროში სერიოზული აზრთა სხვადასხვაობაა, რამაც ჩვენს სპორტში დიდი ნაპრალი გააჩინა. ჩვენ ვცდილობთ ისეთ ორგანიზაციებთან დაკავშირებას, რომლებიც ჩვენს მოთხოვნებს ყველაზე უკეთ პასუხობენ. ამას ვაკეთებთ თითოეულ კონტინენტზე. მსოფლიო მასშტაბით ჯვაროსნულ ლაშქრობებს 2018 წელსაც განვაგრძობ , რადგან კვლავ 5 კონტინენტზე ვმოგზაურობთ და არნოლდ კლასიკი ყველგან იმართება,“- განაცხადა არნოლდ შვარცენეგერმა.

               გთავაზობთ არნოლდ კლასიკის 2018 წლის კალენდარს:

არნოლდ კლასიკის სპორტული ფესტივალი, ამერიკა : კოლუმბუსი, ოჰაიო. 1-4 მარტი. 2018წ.

არნოლდ კლასიკის სპორტული ფესტივალი, ავსტრალია: მელბურნი: 16-18 მარტი, 2018 წ.

არნოლდ კლასიკის სპორტული ფესტივალი, სამხრეთ ამერიკა:სან-პაულუ, ბრაზილია, 20-22 აპრილი, 2018 წ.

არნოლდ კლასიკ აფრიკა: იოჰანესბურგი, სამხრეთ აფრიკა, 18-20 მაისი, 2018 წ.

არნოლდ კლასიკ ევროპა: ბარსელონა, ესპანეთი, 28-30 სექტემბერი, 2018 წ.

არნოლდის 2018 წლის სპორტული ფესტივალი ამერიკაში 18 000 -ზე მეტ სპორტსმენს უმასპინძლებს, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ 75-მდე სპორტულ შეჯიბრებასა და ღონისძიებაში, მათ შორის ბოდიბილდინგისა და ფიტნესის საერთაშორისო ფედერაციის პროფესიონალური ლიგის მიერ ორგანიზებულ კაცთა ღია ბოდიბილდინგში, ასევე ფიტნესის, ფიგურის და ბიკინის კატეგორიებში. კლასიკურ ბოდიბილდინგში და ა.შ. რაც შეეხება მოყვარულთა კონკურსს, აქაც კატეგორიების სიმრავლე შეინიშნება. მოყვარულები ერთმანეთს ბოდიბილდინგის, ფიტნესის, ფიგურის და ბიკინის კატეგორიებში შეეჯიბრებიან. მასში მონაწილეობას 800-მდე კონკურსანტი იღებს.

რეკომენდირებული პროდუქტები



დღეში დამწვარი კალორიების გამოთვლა


სანტიმეტრებში
კილოგრამებში
განმარტება:
მჯდომარე, ნაკლებმოძრავი :
დღის განმავლობაში ძალიან მცირე აქტივობა
მსუბუქად აქტიური:
მსუბუქი ფიზიკური აქტივობა კვირაში 1-დან 3 დღემდე.
ზომიერად აქტიური :
საშუალო ფიზიკური აქტივობა კვირაში 3-დან 5 დღემდე.
ძალიან აქტიური :
მძიმე ფიზიკური აქტივობა კვირაში 6-დან 7 დღემდე.
უკიდურესად აქტიური :
ყოველდღიური მძიმე ფიზიკური ატივობა
შენი წარმატების პორტალი

კონტაქტი / უსაფრთხოების პოლიტიკა