სტატია

აღმოაჩინე ჩვენი ბლოგი



რიჩარდ პიანას გარდაცვალებიდან რამდენიმე თვის შემდეგ კაი გრინი მის შესახებ საუბრობს

რიჩარდ პიანა იყო მსახიობი, ყოფილი ბოდიბილდერი, მეწარმე და სოციალური მედიის ერთერთი სენსაცია. მსოფლიოს მან თავი თავისი უნიკალური, გოლიათური სხეულით დაამახსოვრა. მის უმთავრეს კრედოს ყოველთვის დასახული მიზნისთვის ბოლომდე ბრძოლა წარრმოადგენდა. რიჩარდ პიანამ 2003 წელს ლოს-ანჯელესში, ხოლო 2009 წელს საკრამენტოში გამართულ ბოდიბილდერთა კონკურსებში ღირსეულად გაიმარჯვა. მას დღემდე უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავს. ამასთან პიანას ხშირად აკრიტიკებდნენ იმ გულწრფელი ვიდეო რგოლების გამო, რომლებშიც იგი დაუფარავად საუბრობდა სტეროიდების მოხმარებაზე. ბევრი თვლიდა, რომ რიჩარდი ამ მხრივ ძალიან შორს წავიდა და მის ნაადრევ სიკვდილსაც ხშირად უკავშირდებდნენ ბოდიბილდერის შეცდომას.

მიუხედავად კრიტიკის სიჭარბისა, პიანა არასდროს გაჩერებულა და კვლავ განაგრძობდა ადამიანთა განათლებას ბოდიბილდერად ყოფნის პოზიტიური თუ ნეგატიური მხარეების შესახებ. მისი გარდაცვალებიდან რამდენიმე თვის შემდეგ ლეგენდარული ბოდიბილდერი კაი გრინი იხსენებს პიანას მოღვაწეობას და სოციალურ ქსელში ბოდიბილდინგის ისტორიაში რიჩარდის ადგილზე საუბრობს.

„რიჩარდის მსგავსი ადამიანები განასახიერებენ შესაძლებლობებს, რომელთა დაბლოკვა შეუძლებელი ხდება, როდესაც შენ ცდილობ მაქსიმუმის გაკეთებას, ცდილობ საკუთარი პლატფორმის შექმნას და შენი ადგილის პოვნას...ამის შესახებ ის უკეთ გეტყოდათ.  თავის ფიქრებს გაგიზიარებდათ. შენ ხდები გულწრფელი, როდესაც შეგიძლია განავითარო საკუთარი თავი, გახდე მისი წინამძღოლი, როდესაც შეგიძლია იყო თავისუფალი.“

კაი გრინმა ყველას მოუწოდა, საკუთარ ბილიკზე დარჩნენ და არავის მისცენ ნება, უარი ათქმევინონ არჩეულ გზაზე, რაც  მიზნების მიღწევის საუკეთესო საშუალებაა და რიჩ პიანამ ეს მოახერხა.

„ჩემთვის ხშირად ვფიქრობ, თუ როგორ განვავითარო ჩემში ის ნაწილი, რომელიც ცდილობს მეტი პატივისცემა გამოხატოს ამ შესანიშნავი ადამიანისადმი და ჰქონდეს მისდამი მეტი მადლიერების განცდა.“ - დაამატა კაი გრინმა.

ეჭვი არ არის, გრინი და პიანა ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდებიან, როგორც სპორტში , ასევე პიროვნულადაც, მაგრამ რაც ორივეს ასე აერთიანებს ეს გულწრფელობის და სამართლიანობის ძლიერი განცდაა.

რეკომენდირებული პროდუქტები



დღეში დამწვარი კალორიების გამოთვლა


სანტიმეტრებში
კილოგრამებში
განმარტება:
მჯდომარე, ნაკლებმოძრავი :
დღის განმავლობაში ძალიან მცირე აქტივობა
მსუბუქად აქტიური:
მსუბუქი ფიზიკური აქტივობა კვირაში 1-დან 3 დღემდე.
ზომიერად აქტიური :
საშუალო ფიზიკური აქტივობა კვირაში 3-დან 5 დღემდე.
ძალიან აქტიური :
მძიმე ფიზიკური აქტივობა კვირაში 6-დან 7 დღემდე.
უკიდურესად აქტიური :
ყოველდღიური მძიმე ფიზიკური ატივობა
შენი წარმატების პორტალი

კონტაქტი / უსაფრთხოების პოლიტიკა