სტატია

აღმოაჩინე ჩვენი ბლოგი



ჩემპიონის გულახდილი ინტერვიუ, ფილ ჰიტი თავის წარმატებულ დიეტაზე ღიად საუბრობს

მოქმედმა მისტერ ოლიმპიამ ფილ ჰიტმა საჯაროდ ისაუბრა იმაზე, თუ როგორ ემზადება წლევანდელი კონკურსისთვის. როგორც ათლეტმა განაცხადა, მისტერ ოლიმპიის დაწყებამდე 8–9 კვირით ადრე ის დილის  5 საათზე ან 6–ის ნახევარზე დგება და კარდიო ვარჯიშებს აკეთებს. აღნიშნული ვარჯიშის შესრულებისას ის მაჯის საათს და პულსის წამზომს იყენებს, რათა ყველაფერი გააკონტროლოს და წუთში 145–150 დარტყმამდე ავიდეს. ამით ჰიტი რწმუნდება, რომ ნამდვილად მოწოდების სიმაღლეზეა და ცხიმების დაწვისთვის საჭირო დატვირთვით ვარჯიშობს. ამის შემდგომ ათლეტი სახლში მიდის, რათა შხაპი მიიღოს და საუზმე მიირთვას. როგორც წესი ის საუზმედ ქათამს მიირთმევს ფინჯან–ნახევარ კვერცხის ცილასთან ერთად, ასევე  60 გრამამდე ნახშირწყლებს იღებს, ძირითადად ბრინჯის ან შვრიის ფაფის ხარჯზე. ფილის თქმით შვრიის ფაფა მდიდარია ბოჭკოთი, რაც ორგანიზმს მონელებაში ეხმარება. საუზმესთან ერთად იგი მულტივიტამინებს, თევზის ქონსა და C ვიტამინსაც ღებულობს.

დღის განმავლობაში ის ყოველ 2–2.5 საათში იკვებება. დღიურად ფილ ჰიტი დაახლოებით 6400 კალორიამდე იღებს. მის ძირითად საკვებთა სიაში შედის ქათმისა და ახალი საქონლის ხორცი, ინდაური და თეთრი თევზი. კვერცხის ცილის გარდა სწორედ ჩამოთვლილი პროდუქტები წარმოადგენენ მისთვის პროტეინების მთავარ წყაროს. დანამატების სახით დღიურად ის 500 გრამამდე პროტეინს იღებს. ფილ ჰიტი ურჩევს სერიოზულ სპორტსმენებს, რომ დღის განმავლობაში მთლიანი წონის ყოველ ნახევარ კილოგრამზე 1.5 გრამი პროტეინი მიიღონ. თევზეულს შორის ის უპირატესობას ტილიაპს ანიჭებს, რადგანაც იგი ვერცხლისწყალს საკმაოდ დაბალი დოზით შეიცავს. თუმცა პროტეინების მისაღებად მოსამზადებელი ეტაპის მიწურულს ის არცერთ თევზს არ ერიდება და ყველას გემრიელად გეახლებათ.

„ვერცხლისწყლით მოწამვლას არავის გირჩევთ. უნდა დააკვირდეთ თევზს, ზოგიერთი მათგანი საკმაოდ მაღალი დოზებით შეიცავს ვერცხლისწყალს და ეს ორგანიზმისთვის სახარბიელო არ არის,“ – განაცხადა ფილმა.

მოსამზადებელ ეტაპზე ფილ ჰიტი ნახშირწყლების რაოდენობას ამცირებს. დღეში 8–ჯერ მიირთმევს და აქედან მხოლოდ 4–ჯერ იყენებს ნახშირწყლოვან პროდუქტებს.

„ნახშირწყლების მიღება საჭიროა, რადგან იგი ძალიან მნიშვნელოვანია მასისთვის,“ – დასძინა ფილმა.

ათლეტი ღამის საათებშიც არ ერიდება ჭამას, რათა ამინომჟავების ცირკულაციას ხელი შეუწყოს. „ყოველ 3–3.5 საათში ორგანიზმი პროტეინებით უნდა გაიმდიდროთ,“ – გვირჩევს ჰიტი.

ჩემპიონმა რჩევები არც იმ დიეტაზე მყოფი ადამიანებისთვის დაიშურა, რომლებიც გარეთ იკვებებიან. „უნდა იცოდეთ, რომ კვების ობიექტებს ყოველთვის აქვთ გადანახული სუფთა ბრინჯი, მაგრამ როდესაც შეკვეთას იღებენ, ისინი ბრინჯს ნატრიუმითა და კარაქით ამდიდრებენ. თუ თქვენ გსურთ სუფთად იკვებოთ, არ მოგერიდოთ თქმა, რომ დიეტაზე ხართ და მოითხოვეთ მხოლოდ სუფთა ბრინჯი ცოტაოდენი ქინძით. შესაძლოა მომსახურე პერსონალმა გაკვირვებული მზერა გესროლოთ, მაგრამ არ დანებდეთ და მოახსენეთ, რომ ყველაფერი იცით და რომ მათ აქვთ სუფთა ბრინჯი. დამერწმუნეთ, დაგთანხმდებიან და მიიღებთ, რასაც ითხოვდით.“– აღნიშნა ჰიტმა.

რაც შეეხება წყალს, ფილ ჰიტის თქმით, ის მოსამზადებელ ეტაპზე დღეში  5–6  ლიტრამდე წყალს სვამს, თუმცა კონკურსამდე ერთი კვირით ადრე ყოველდღიურად მხოლოდ ერთ მოზრდილ ბოთლს ცლის, კვებას კი ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს.სწორედ ამ გზით ვახერხებთ პროფესიონალი ათლეტები გამომშრალი, სისხლძარღვოვანი და ძლიერი სხეულები გვქონდეს,“– აცხადებს ფილი.

გულშემატკივარმა ჩემპიონისგან ნამდვილად საინტერესო და საჭირო ინფორმაცია მიიღო. როგორც ფილ ჰიტი თავის ფანებს დაპირდა, წლევანდელ მისტერ ოლიმპიაზე ის ღირსეულად წარსდგება და მათ მოლოდინებს აუცილებლად გაამართლებს.

რეკომენდირებული პროდუქტები



დღეში დამწვარი კალორიების გამოთვლა


სანტიმეტრებში
კილოგრამებში
განმარტება:
მჯდომარე, ნაკლებმოძრავი :
დღის განმავლობაში ძალიან მცირე აქტივობა
მსუბუქად აქტიური:
მსუბუქი ფიზიკური აქტივობა კვირაში 1-დან 3 დღემდე.
ზომიერად აქტიური :
საშუალო ფიზიკური აქტივობა კვირაში 3-დან 5 დღემდე.
ძალიან აქტიური :
მძიმე ფიზიკური აქტივობა კვირაში 6-დან 7 დღემდე.
უკიდურესად აქტიური :
ყოველდღიური მძიმე ფიზიკური ატივობა
შენი წარმატების პორტალი

კონტაქტი / უსაფრთხოების პოლიტიკა