სტატია

აღმოაჩინე ჩვენი ბლოგი



ჯეკ სტეინერი  წარმატების საიდუმლოს ამხელს და აცხადებს, რომ დასახული მიზნის მიღწევაში მას ვეგანური დიეტა დაეხმარა

ჯეკ სტეინერმა სპორტული მოღვაწეობა 14 წლის ასაკიდან დაიწყო. მის ინსპირაციას ტელეგმირები წარმოადგენდნენ. უკვე 4 წლის შემდგემ ის მსოფლიოში აღიარებული ბოდიბილდერია.ჯეკი ამჟამად ნიუკასლში პერსონალურ ინსტრუქტორად მუშაობს. 2017 წლის ნოემბერში მსოფლიო ნატურალური ბოდიბილდინგის ფედერაციის მიერ ჩატარებულ კონკურსში მან მეორე ადგილი დაიკავა. სტეინერმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მისი დახვეწილი კონსტრუქცია და მოხდენილი სხეულის ფორმები სწორედ ვეგანური დიეტის დამსახურებაა.

ვეგანად გახდომაზე ძალიან დიდხანს ვფიქრობდი. გადაწყვეტილების მიღებაში ხელს მიშლიდა სტერეოტიპული აზროვნება. მეგონა, რომ ვეგანობა კუნთოვანი მასის დანაკარგს გამოიწვევდა და გამირთულებდა დარბაზში დასახული მიზნების მიღწევას. მას წინაღობად აღვიქვამდი. ვეგანობის შესახებ ბევრი კვლევა ჩავატარე, უამრავი ცოდნა დავაგროვე და დავრწმუნდი, რომ აბსოლუტურად შესაძლებელი იყო მიმეღწია ჩემი მიზნებისთვის ბოდიბილდინგში და ვეგანურ კვებაზე გადავსულიყავი. გადაწყვეტილება რომ მივიღე, მეორე დღესვე ვეგანი გავხდი და უკან აღარასდროს მომიხედავს,“ - აცხადებს სტეინერი.

ჯეკი აპირებს სხვა ბრიტანელ ჩემპიონებს შეუერთდეს და მათთან ერთად ბოსტონში გაემგზავროს, რათა მსოფლიო ნატურალური ბოდიბილდინგის ფედერაციის მიერ ჩატარებულ სხვა ცნობილ კონკურსებში მიიღოს მონაწილეობა. ჯეკის თქმით, ის უკვე იმყოფებოდა ამერიკაში, სადაც გამოცდილი ბოდიბილდერებისგან სპეციალურ რჩევებს და ინსტრუქციებს იღებდა. ის უკვე ერთი წელია, რაც ვეგანია.

„გავაცნობიერე, რომ ბოლო წლის მანძილზე საუკეთესო ფორმაში ვარ. ვარ იმაზე ძლიერი და წარმოსადეგი, ვიდრე ოდესმე ვყოფილვარ და გამოშრობის ისეთ მაჩვენებელს მივაღწიე, რაც ადრე წარმოუდგენლად მიმაჩნდა. რეგიონალურ საკვალიფიკაციო ეტაპზე გავიმარჯვე, ბრიტანეთისა და  საერთაშორისო ჩემპიონობას მივაღწიე. ეს ყველაფერი კი სწორედ ამ ერთ წელიწადში ჩემი ვეგანური დიეტის დახმარებით შევძელი. ამ წარმატებამ გამაოგნა.“

სტეინერის თქმით, მას მეგობრები სიფრთხილის გამოჩენას ურჩევდნენ და მის გადაწყვეტილებას, გამხდარიყო ვეგანი დიდი წინააღმდეგობა შეხვდა.

„ჩემდა გასაოცრად ვეგანობა იმაზე მარტივი აღმოჩნდა, ვიდრე მე წარმომედგინა. მას არც ჩემს ვარჯიშებზე უმოქმედია ნეგატიურად. პირიქით, ვიგრძენი, რომ არც კუნთოვანი მასა დამიკარგავს, არც ენერგია და არც ძალა. ვგრძნობდი, როგორ გამეწმინდა ორგანიზმი. გაცილებით უკეთ მეძინა და ძალების აღდგენას მარტივად ვახერხებდი.“

ჯეკის თქმით, მას ინსტრუქტორად მუშაობა ისევე  მოსწონს, როგორც ათლეტობა.

„სხვა ვერაფერზე ვფიქრობ, გარდა იმისა, რომ დავეხმარო ადამიანებს გახდნენ უფრო ჯანმრთელები და ჰქონდეთ ისეთი აღნაგობა, როგორზეც ოცნებობდნენ. ამაზე უკეთესს ვერაფერს გავაკეთებდი,“ - დასძინა სტეინერმა.

რეკომენდირებული პროდუქტები



დღეში დამწვარი კალორიების გამოთვლა


სანტიმეტრებში
კილოგრამებში
განმარტება:
მჯდომარე, ნაკლებმოძრავი :
დღის განმავლობაში ძალიან მცირე აქტივობა
მსუბუქად აქტიური:
მსუბუქი ფიზიკური აქტივობა კვირაში 1-დან 3 დღემდე.
ზომიერად აქტიური :
საშუალო ფიზიკური აქტივობა კვირაში 3-დან 5 დღემდე.
ძალიან აქტიური :
მძიმე ფიზიკური აქტივობა კვირაში 6-დან 7 დღემდე.
უკიდურესად აქტიური :
ყოველდღიური მძიმე ფიზიკური ატივობა
შენი წარმატების პორტალი

კონტაქტი / უსაფრთხოების პოლიტიკა