სტატია

აღმოაჩინე ჩვენი ბლოგი



დაბალნახშირწყლოვანი კერძების მარტივი რეცეპტები,ბრიუსელის კომბოსტო პარმეზანით

შემწვარი ბრიუსელის კომბოსტო თქვენს ფავორიტ კერძად მარტივად იქცევა, თუ მას პარმეზანით მორთავთ და არომატულ ძმარსაც აპკურებთ. შეგიძლიათ იგი შემწვარ ხორცთან ერთადაც მიირთვათ.

ინგრედიენტები, რომლებიც დაგჭირდებათ:

500 გრამი ბრიუსელის კომბოსტო

2 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი

¼ ჩაის კოვზი მარილი

¼ ჩაის კოვზი წიწაკა

½ ფინჯანი დაჭრილი ხახვი

¼ ფინჯანი გახეხილი პარმეზანი

1 სუფრის კოვზი არომატული ძმარი

მომზადების დრო: 25 წთ.

მომზადების წესი: გაახურეთ ღუმელი 180 გრადუსამდე. ბრიუსელის კომბოსტო, ზეთი, მარილი და წიწაკა ერთმანეთში აურიეთ. შემდეგ გადაიტანეთ ღუმელში და დატოვეთ 8-10 წუთით. გამოიტანეთ ღუმელიდან. დაამატეთ ხახვი. კარგად ამოურიეთ, რომ ინგრედიენტები ერთმანეთს შეერწყას. შემდეგ შეაბრუნეთ ღუმელში და გააჩერეთ კიდევ 8 წუთის განმავლობაში. გამზადებულ ბოსტნეულს მოაყარეთ პარმეზანი და მოასხით არომატული ძმარი. ღუმელი გამორთეთ. ბოსტნეული კვლავ შეაბრუნეთ ღუმელში, რათა პარმეზანმა დნობა დაიწყოს. ამისთვის დაახლოებით 2-3 წუთი დაგჭირდებათ. გემრიელად მიირთვით!

კალორიულობა: 151 კალორია. ცხიმი: 9 გრ. ბოჭკო: 5 გრ. ნახშირწყლები: 14 გრ. ცილა: 6 გრ. ფოლიუმის მჟავა: 76 მგ. ქოლესტერინი: 4 მგ. შაქარი: 5 გრ. C ვიტამინი: 98 მგ. კალციუმი: 119 მგ. რკინა: 2 მგ. ნატრიუმი: 262 მგ. კალიუმი: 519 მგ.

რეკომენდირებული პროდუქტები



დღეში დამწვარი კალორიების გამოთვლა


სანტიმეტრებში
კილოგრამებში
განმარტება:
მჯდომარე, ნაკლებმოძრავი :
დღის განმავლობაში ძალიან მცირე აქტივობა
მსუბუქად აქტიური:
მსუბუქი ფიზიკური აქტივობა კვირაში 1-დან 3 დღემდე.
ზომიერად აქტიური :
საშუალო ფიზიკური აქტივობა კვირაში 3-დან 5 დღემდე.
ძალიან აქტიური :
მძიმე ფიზიკური აქტივობა კვირაში 6-დან 7 დღემდე.
უკიდურესად აქტიური :
ყოველდღიური მძიმე ფიზიკური ატივობა
შენი წარმატების პორტალი

კონტაქტი / უსაფრთხოების პოლიტიკა