Facebook


სტატია

აღმოაჩინე ჩვენი ბლოგი



დაბალნახშირწყლოვანი კერძების მარტივი რეცეპტები - კიტრის წვნიანი

კიტრის მხოლოდ უმად მირთმევა აუცილებელი არ არის. კიტრისგან და ავოკადოსგან დამზადებული აბრეშუმის ტექსტურის მქონე წვნიანი შეგიძლიათ ცხლადაც და ცივადაც გემრიელად მიირთვათ.

ინგრედიენტები, რომლებიც დაგჭირდებათ:

1 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი

2 კბილი ნიორი

1 თავი ხახვი

1 სუფრის კოვზი ლიმნის წვენი

4 ფინჯანი თხლად დაჭრილი კიტრი

ჭიქა-ნახევარი ბოსტნეულის ბულიონი

½ ჩაის კოვზი მარილი

¼ ჩაის კოვზი წიწაკა

1 ცალი ავოკადო

¼ ფინჯანი წვრილად დაჭრილი ოხრახუში

½ ჭიქა დაბალცხიმიანი იოგურტი

მომზადების დრო: 35 წთ.

მომზადების წესი: საშუალო ცეცხლზე შემოდგით ქვაბი, დაამატეთ ზეთი, ხახვი და ნიორი. ურიეთ, სანამ ნიორი და ხახვი კარგად არ დარბილდება. დაამატეთ ლიმნის წვენი და გააჩერეთ კიდევ 1 წუთი. დაამატეთ კიტრი, ბულიონი, მარილი და წიწაკა. შეამცირეთ ტემპერატურა. წვნიანი მიიყვანეთ ადუღებამდე. კიტრი კარგად უნდა დარბილდეს.

წვნიანი ბლენდერში გადაიტანეთ. დაამატეთ ავოკადო და ოხრახუში. კარგად დააბლენდერეთ. მზა მასა მოათავსეთ ქვაბში. ჩაამატეთ იოგურტი და ცოტაოდენი დაჭრილი კიტრი. შეგიძლიათ წვნიანი მიირთვად ცხლად, ან  მაცივარში გააჩეროთ და შემდეგ ცივად მიირთვათ. შეგიძლიათ სუფრაზე მიტანისას წვრილად დაჭრილი ოხრახუშით და კიტრით მორთოთ.

გემრიელად მიირთვით!

კალორიულობა: 169 კალორია. ცხიმი: 12 გრ. ბოჭკო: 5 გრ. ნახშირწყლები: 14 გრ. ცილები: 5 გრ. ფოლიუმის მჟავა: 71 მგ. ქოლესტერინი: 2 მგ. შაქარი: 6 გრ. C ვიტამინი: 16 მგ. კალციუმი: 99 მგ. რკინა: 1 მგ. ნატრიუმი: 494 მგ.  კალიუმი: 536 მგ.

დღეში დამწვარი კალორიების გამოთვლა


სანტიმეტრებში
კილოგრამებში
განმარტება:
მჯდომარე, ნაკლებმოძრავი :
დღის განმავლობაში ძალიან მცირე აქტივობა
მსუბუქად აქტიური:
მსუბუქი ფიზიკური აქტივობა კვირაში 1-დან 3 დღემდე.
ზომიერად აქტიური :
საშუალო ფიზიკური აქტივობა კვირაში 3-დან 5 დღემდე.
ძალიან აქტიური :
მძიმე ფიზიკური აქტივობა კვირაში 6-დან 7 დღემდე.
უკიდურესად აქტიური :
ყოველდღიური მძიმე ფიზიკური ატივობა