Facebook


სტატია

აღმოაჩინე ჩვენი ბლოგი



ვეგეტარიანული კერძების მარტივი რეცეპტები - ტარტინი კვერცხითა და არტიშოკით

ეს უგემრიელესი და მარტივი ტარტინები კვერცხითა და არტიშოკით მზადდება. შეგიძლიათ ცხელ სოუსთან ერთად მიირთვათ.

ინგრედიენტები, რომლებიც დაგჭირდებათ:

1 ჩაის კოვზი ზეითუნის ზეთი

½ ფინჯანი გაყინული არტიშოკის გულები

1 დაჭრილი მწვანე ხახვი

¼ ჩაის კოვზი ორეგანო

¼ ჩაის კოვზი წიწაკა

1 ნაჭერი დატოსტერებული პური

2 ცალი შემწვარი კვერცხი

მომზადების დრო: 15 წთ.

მომზადების წესი: ტაფაზე დაასხით ზეთი. დადგით საშუალო ცეცხლზე. ჩაამატეთ არტიშოკის გულები, მწვანე ხახვი, ორეგანო და წიწაკა. ურიეთ, სანამ ყველა ინგრედიენტი კარგად არ გაცხელდება. გადმოიტანეთ მიღებული მასა ტოსტის პურზე და ზემოდან დაადეთ შემწვარი კვერცხი. თქვენი ტარტინები მზად არის.

კალორიულობა: 314 კალორია. ცხიმი: 16 გრ. ბოჭკო: 8 გრ. ნახშირწყლები: 23 გრ. ცილა: 19 გრ. ფოლიუმის მჟავა: 186 მგ. ქოლესტერინი: 370 მგ. შაქარი: 3 გრ. C ვიტამინი: 3 მგ. კალციუმი: 155 მგ. რკინა: 3 მგ. ნატრიუმი:  509 მგ. კალიუმი: 519 მგ.

დღეში დამწვარი კალორიების გამოთვლა


სანტიმეტრებში
კილოგრამებში
განმარტება:
მჯდომარე, ნაკლებმოძრავი :
დღის განმავლობაში ძალიან მცირე აქტივობა
მსუბუქად აქტიური:
მსუბუქი ფიზიკური აქტივობა კვირაში 1-დან 3 დღემდე.
ზომიერად აქტიური :
საშუალო ფიზიკური აქტივობა კვირაში 3-დან 5 დღემდე.
ძალიან აქტიური :
მძიმე ფიზიკური აქტივობა კვირაში 6-დან 7 დღემდე.
უკიდურესად აქტიური :
ყოველდღიური მძიმე ფიზიკური ატივობა