სტატია

აღმოაჩინე ჩვენი ბლოგი



ლაიმისა და ტოფუს სალათი -  ვეგეტარიანული კერძების მარტივი რეცეპტები

ეს ვეგეტარიანული სალათი ცილებითა და ბოჭკოთი ძალიან მდიდარია. ის ადვილად დაგანაყრებთ. შეგიძლიათ  წინასწარ მოამზადოთ და სამსახურში წაიღოთ.

ინგრედიენტები, რომლებიც დაგჭირდებათ:

2 ფინჯანი მწვანილი (მიქსი)

1 ფინჯანი შემწვარი ბოსტნეული

1 ფინჯანი შემწვარი ტოფუ

1 სუფრის კოვიზი გოგრის თესლი (გარჩეული)

2 სუფრის კოვზი ლაიმის სოუსი

მომზადების დრო: 5 წთ.

მომზადების წესი: შეარჩიეთ თქვენთვის სასურველი მწვანილები და ბოსტნეული (შეგიძლიათ ნახოთ რეცეპტები და შესაბამისად აარჩიოთ, ან საკუთარ გემოვნებას ენდოთ). შემწვარი ტოფუ, ბოსტნეული და მწვანილები კარგად აურიეთ ერთმანეთს. მოასხით ლაიმის სოუსი (მისი მომზადების წესებიც შეგიძლიათ მოიძიოთ ინტერნეტში), მოაყარეთ გოგრის თესლი. თქვენი სალათი მზად არის.

კალორიულობა: 390 კალორია. ცხიმი: 27 გრ. ბოჭკო: 7 გრ. ნახშირწყლები: 20 გრ . ცილა: 25 გრ. ფოლიუმის მჟავა: 188 მგ. ქოლესტერინი: 0 მგ. შაქარი: 6 გრ. C ვიტამინი : 109 მგ. კალციუმი: 302 მგ. რკინა: 6 მგ. ნატრიუმი: 366 მგ. კალიუმი: 843 მგ.

რეკომენდირებული პროდუქტები



დღეში დამწვარი კალორიების გამოთვლა


სანტიმეტრებში
კილოგრამებში
განმარტება:
მჯდომარე, ნაკლებმოძრავი :
დღის განმავლობაში ძალიან მცირე აქტივობა
მსუბუქად აქტიური:
მსუბუქი ფიზიკური აქტივობა კვირაში 1-დან 3 დღემდე.
ზომიერად აქტიური :
საშუალო ფიზიკური აქტივობა კვირაში 3-დან 5 დღემდე.
ძალიან აქტიური :
მძიმე ფიზიკური აქტივობა კვირაში 6-დან 7 დღემდე.
უკიდურესად აქტიური :
ყოველდღიური მძიმე ფიზიკური ატივობა
შენი წარმატების პორტალი

კონტაქტი / უსაფრთხოების პოლიტიკა