სტატია

აღმოაჩინე ჩვენი ბლოგი



მარტივი და დაბალკალორიული რეცეპტები -  შებოლილი ორაგულისა და ავოკადოს ტოსტი

გთავაზობთ საკმაოდ ტრენდული ავოკადოს ტოსტის მომზადების მარტივ წესებს.

ინგრედიენტები, რომლებიც დაგჭირდებათ:

1 ცალი მწიფე ავოკადო

2 ჩაის კოვზი ლიმნის წვენი

1 ჩაის კოვზი დაქუცმაცებული ახალი ტარხუნა

ტოსტის პურის რამდენიმე ნაჭერი (სურვილისამებრ)

100 გრამი შებოლილი ორაგული

1 ჩაის კოვზი ზღვის მარილი

დაჭრილი ზეთისხილი

სეზამის მარცვლები

წითელი ხახვი

მომზადების დრო: 15 წთ.

მომზადების წესი: ჯამში ერთმანეთში აურიეთ ავოკადო, ლიმნის წვენი და ტარხუნა. მორთეთ პურის ნაჭრები მიღებული მასით და ზემოდან მოათავსეთ შებოლილი ორაგული. მოაყარეთ მარილი. გარნირად შეგიძლიათ გამოიყენოთ ზეთისხილი, სეზამი და ხახვი. ეს უკვე თქვენს სურვილზეა დამოკიდებული. გემრიელად მიირთვით.

კალორიულობა: 85 კალორია. ცხიმი: 3 გრ. ბოჭკო: 2 გრ. ნახშირწყალი: 11 გრ. ცილა: 3 გრ. ფოლიუმის მჟავა: 14 მგ. ქოლესტერინი: 1 მგ. შაქარი: 1 გრ. C ვიტამინი: 2 მგ. კალციუმი: 35 მგ. რკინა: 1 მგ. ნატრიუმი: 342 მგ. კალიუმი: 91 მგ.

რეკომენდირებული პროდუქტები



დღეში დამწვარი კალორიების გამოთვლა


სანტიმეტრებში
კილოგრამებში
განმარტება:
მჯდომარე, ნაკლებმოძრავი :
დღის განმავლობაში ძალიან მცირე აქტივობა
მსუბუქად აქტიური:
მსუბუქი ფიზიკური აქტივობა კვირაში 1-დან 3 დღემდე.
ზომიერად აქტიური :
საშუალო ფიზიკური აქტივობა კვირაში 3-დან 5 დღემდე.
ძალიან აქტიური :
მძიმე ფიზიკური აქტივობა კვირაში 6-დან 7 დღემდე.
უკიდურესად აქტიური :
ყოველდღიური მძიმე ფიზიკური ატივობა
შენი წარმატების პორტალი

კონტაქტი / უსაფრთხოების პოლიტიკა