სტატია

აღმოაჩინე ჩვენი ბლოგი



მარტივი და დაბალკალორიული რეცეპტები - გრილზე შემწვარი ბოსტნეულის სალათი

სადილად გრილზე შემწვარი ბოსტნეულის ჯანსაღი კერძი ნამდვილი მისწრებაა.სურვილის შემთხვევაში, შეგიძლიათ ზემოდან პარმეზანის ყველით მორთოთ და გემრიელად მიირთვათ.

ინგრედიენტები, რომლებიც დაგჭირდებათ:

2 ცალი სიმინდი (დაფშვნილი)

2 დიდი პაპრიკა

250 გრამი ყაბაყი

3 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი

½ ჩაის კოვზი მარილი

½ ჩაის კოვზი წიწაკა

1 სუფრის კოვზი წითელი ღვინის ძმარი

2 სუფრის კოვზი ველური თავშავა

მომზადების დრო: 25 წთ.

მომზადების წესი: გაახურეთ გრილი საშუალო ტემპერატურაზე.

მოზრდილ ჯამში ერთმანეთში აურიეთ სიმინდი, პაპრიკა, მარილი და ყაბაყი.გრილზე შეწვით ბოსტნეული. დაახლოებით 6 წუთის მანძილზე პაპრიკა და ყაბაყი, ხოლო 8 წუთის მანძილზე სიმინდი. წვრილად დაჭერით პაპრიკა, კუბიკებად ყაბაყი. გადაიტანეთ სამივე ინგრედიენტი ჯამში. მოასხით ძმარი და მორჩენილი ზეთი, მოაყარეთ თავშავა.  გემრიელად მიირთვით!

კალორიულობა: 135 კალორია. ცხიმი: 9გრ. ბოჭკო: 2 გრ. ნახშირწყალი: 12 გრ. ცილა: 3 გრ. ფოლიუმის მჟავა: 33 მგ. ქოლესტერინი: 0 გრ. შაქარი: 4 გრ. C ვიტამინი : 72 მგ. კალციუმი: 32 მგ. რკინა: 1 მგ. ნატრიუმი: 242 მგ. კალიუმი: 444 მგ.

რეკომენდირებული პროდუქტები



დღეში დამწვარი კალორიების გამოთვლა


სანტიმეტრებში
კილოგრამებში
განმარტება:
მჯდომარე, ნაკლებმოძრავი :
დღის განმავლობაში ძალიან მცირე აქტივობა
მსუბუქად აქტიური:
მსუბუქი ფიზიკური აქტივობა კვირაში 1-დან 3 დღემდე.
ზომიერად აქტიური :
საშუალო ფიზიკური აქტივობა კვირაში 3-დან 5 დღემდე.
ძალიან აქტიური :
მძიმე ფიზიკური აქტივობა კვირაში 6-დან 7 დღემდე.
უკიდურესად აქტიური :
ყოველდღიური მძიმე ფიზიკური ატივობა
შენი წარმატების პორტალი

კონტაქტი / უსაფრთხოების პოლიტიკა