Facebook


სტატია

აღმოაჩინე ჩვენი ბლოგი



ჯანსაღი საუზმის მარტივი რეცეპტები - ავოკადოსა და კომბოსტოს ომლეტი

მოამზადეთ საუზმისთვის მაღალცილოვანი ომლეტი ავოკადოსა და ბოჭკოთი გამდიდრებული კომბოსტოსაგან. ნახავთ, თუ როგორ ენერგიულად და  ჯანსაღად იგრძნობთ თავს დღის განმავლობაში.

ინგერიენტები, რომლებიც დაგჭირდებათ:

  • 2 კვერცხი
  • 1 ჩაის კოვზი დაბალცხიმიანი რძე
  • 2 ჩაის კოვზი ზეითუნის ზეთი
  • 1 ფინჯანი დაჭრილი მწვანე კომბოსტო
  • 1 სუფრის კოვზი ლიმნის წვენი
  • წვრილად დაჭრილი ქინძი
  • 1 ჩაის კოვზი უმარილო მზესუმზირის მარცვლები
  • მწიკვი მარილი
  • მწიკვი წიწაკა
  • ¼ დაჭრილი ავოკადო

მომზადების დრო: 10 წთ. მომცრო ჯამში გათქვიფეთ კვერცხი რძესთან ერთად. ჩააყარეთ მწიკვი მარილი. ტაფა გაახურეთ საშუალო ცეცხლზე. დაასხით ზეითუნის ზეთი და გათქვეფილი კვერცხი. შეწვით მსუბუქად. გადააბრუნეთ ომლეტი მეორე მხარეს და კარგად შებრაწეთ.

მწვანე კომბოსტოს მოასხით ერთი ჩაის კოვზი ზეითუნის ზეთი, ლიმნის წვენი, მოაყარეთ მზესუმზირის მარცვლები და ქინძი. მორთეთ ომლეტი კომბოსტოსა და ავოკადოს უგემრიელესი კომბინაციით.

თქვენი საუზმე მზად არის.

კალორიულობა: 339 კალორია. ცხიმი: 28გრ. ბოჭკო: 4გრ. ნახშირწყლები: 9გრ. ცილა: 15გრ. ფოლიუმის მჟავა: 119 მგ. ქოლესტერინი: 372 მგ. შაქარი :2გრ. C ვიტამინი : 29მგ. კალციუმი: 97მგ. რკინა: 2მგ. ნატრიუმი: 446 მგ. კალიუმი: 506 მგ.

დღეში დამწვარი კალორიების გამოთვლა


სანტიმეტრებში
კილოგრამებში
განმარტება:
მჯდომარე, ნაკლებმოძრავი :
დღის განმავლობაში ძალიან მცირე აქტივობა
მსუბუქად აქტიური:
მსუბუქი ფიზიკური აქტივობა კვირაში 1-დან 3 დღემდე.
ზომიერად აქტიური :
საშუალო ფიზიკური აქტივობა კვირაში 3-დან 5 დღემდე.
ძალიან აქტიური :
მძიმე ფიზიკური აქტივობა კვირაში 6-დან 7 დღემდე.
უკიდურესად აქტიური :
ყოველდღიური მძიმე ფიზიკური ატივობა