სტატია

აღმოაჩინე ჩვენი ბლოგი



ჯანსაღი და გემრიელი ლანჩის მარტივი რეცეპტები - ინდაურისა და კიტრის სენდვიჩი

თუ თქვენ ძალიან გშიათ, მაგრამ ზედმეტი ნახშირწყლებისგან თავის დაღწევა გსურთ, ინდაურისა და კიტრის ეს სენდვიჩი თქვენთვის ჯანსაღ და თანაც გემრიელ ალტერნატივას წარმოადგენს.შეგიძლიათ სენდვიჩი სკოლაში, სამსახურში ან პიკნიკზეც წაიღოთ! ის არ შეიცავს პურს.

ინგრედიენტები, რომლებიც დაგჭირდებათ:

1 მოზრდილი კიტრი

2 ჩაის კოვზი მდოგვი

ინდაურის გულ-მკერდის 2 ნაჭერი

1 ნაჭერი შვეიცარიული ყველი

3 ნაჭერი პომიდორი

1 თხელი წითელი ხახვის ნაჭერი

წიწაკა გემოვნებით

მომზადების დრო: 15 წთ.

მომზადების წესი: კიტრი გაჭერით ორ ნაწილად, ამოაცალეთ თესლი. წაუსვით კიტრის გამოსუფთავებულ ნაწილს მცირე ოდენობით მდოგვი. დააწყვეთ ინდაურის ხორცი და ყველი, დაამატეთ პომიდორი და ხახვი. დაახურეთ თავზე კიტრის დარჩენილი ნახევარი. თქვენი სენდვიჩი მზად არის.

კალორიულობა: 323 კალორია. ცხიმი: 18გრ. ბოჭკო: 3 გრ. ნახშირწყლები: 15 გრ.  ცილა: 26 გრ. ფოლიუმის მჟავა: 44 მგ. ქოლესტერინი: 77 მგ. შაქარი : 7 გრ. C ვიტამინი: 15 მგ. კალციუმი: 267 მგ. რკინა: 2მგ. ნატრიუმი: 416 მგ. კალიუმი: 746 მგ.

რეკომენდირებული პროდუქტები



დღეში დამწვარი კალორიების გამოთვლა


სანტიმეტრებში
კილოგრამებში
განმარტება:
მჯდომარე, ნაკლებმოძრავი :
დღის განმავლობაში ძალიან მცირე აქტივობა
მსუბუქად აქტიური:
მსუბუქი ფიზიკური აქტივობა კვირაში 1-დან 3 დღემდე.
ზომიერად აქტიური :
საშუალო ფიზიკური აქტივობა კვირაში 3-დან 5 დღემდე.
ძალიან აქტიური :
მძიმე ფიზიკური აქტივობა კვირაში 6-დან 7 დღემდე.
უკიდურესად აქტიური :
ყოველდღიური მძიმე ფიზიკური ატივობა
შენი წარმატების პორტალი

კონტაქტი / უსაფრთხოების პოლიტიკა