Facebook


სტატია

აღმოაჩინე ჩვენი ბლოგი



ჯანსაღი სადილის მარტივი რეცეპტები - ღორის ხორცი თაფლისა და მდოგვის სოუსით

თუ გსურთ ჯანსაღი და ნოყიერი სადილი მიირთვათ, აუცილებლად სცადეთ თაფლისა და მდოგვის სოუსით შეკმაზული ღორის ხორცი. ისპანახის და  თეთრი ლობიოს ნაზავი კერძს საუცხოო გემოს და არომატს მატებს.

ინგრედიენტები, რომლებიც დაგჭირდებათ:

  • 200გრ. ღორის ხორცი
  • ½ ჩაის კოვზი მარილი
  • ½ ჩაის კოვზი წიწაკა
  • 3 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი
  • 400 გრამი წვრილად დაჭრილი ისპანახი
  • 2 კბილი ნიორი (წვრილად დაკეპილი)
  • ¼ კოვზი წითელი წიწაკა
  • ნახევარი ჭიქა დაკონსერვებული თეთრი ლობიო
  • ¾ ჭიქა ქათმის ბულიონი
  • 3 სუფრის კოვზი თაფლი
  • 2 სუფრის კოვზი მდოგვი

მომზადების დრო: 30 წთ.

მომზადების წესი: გაახურეთ ღუმელი 200 ℃ -ზე. ღორის სუკს მოაყარეთ მარილი და წიწაკა. ტაფაზე დაასხით 1 სუფრის კოვზი ზეთი, დადეთ ღორის სუკი და არ გადმოდგათ, სანამ ყველა მხარეს არ შეყავისფრდება, დაახლოებით 3-5 წუთის მანძილზე. გადაიტანეთ ტაფა ღუმელში და დატოვეთ დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში.

საშუალო ცეცხლზე შემოდგით ქვაბი, ჩაასხით 1 სუფრის კოვზი ზეთი, ჩაყარეთ ისპანახი და მწიკვით მარილი. მოთუშეთ ცეცხლზე, სანამ კარგად არ დარბილდება. გადმოდგით. გადაიტანეთ ჯამში და დააფარეთ, რათა სითბო შეინარჩუნოს.

საშუალო ცეცხლზე შემოდგით ქვაბი. დაამატეთ დარჩენილი 1 კოვზი ზეითუნის ზეთი, ნიორი, ბულიონის ნაწილი და წითელი წიწაკა. ადუღეთ ნახევარი წუთი. დაამატეთ თეთრი ლობიო და მარილი. გაჭყლიტეთ ლობიო პიურეს საჭყლეტით, სანამ არ მიიღებთ კრემის მსგავს მასას. გააჩერეთ ცეცხლზე 5-10 წუთით. გადმოდგით. დააფარეთ თავზე, რომ სითბო შეინარჩუნოს.

გამოიტანეთ ღორის სუკი ღუმელიდან. მოასვენეთ 5 წუთის განმავლობაში. შემდეგ დაამატეთ მდოგვი, თაფლი და დარჩენილი ბულიონი. შემოდგით საშუალო ცეცხლზე რამდენიმე წუთით.შემდეგ გადმოდგით.

დაჭერით ღორის ხორცი ნაჭრებად.მორთეთ ლობიოს, ისპანახის და სოუსის ნაზავით. გემრიელად მიირთვით.

კალორიულობა: 499 კალორია. ცხიმი: 17გრ. ბოჭკო: 10გრ. ნახშირწყლები: 44გრ. ცილები: 43 გრ. ფოლიუმის მჟავა: 221 მგ. ქოლესტერინი: 92 მგ. შაქარი: 15გრ. C ვიტამინი: 32მგ. კალციუმი: 188 მგ. რკინა: 7მგ. ნატრიუმი: 727 მგ. კალიუმი: 1633 მგ.

დღეში დამწვარი კალორიების გამოთვლა


სანტიმეტრებში
კილოგრამებში
განმარტება:
მჯდომარე, ნაკლებმოძრავი :
დღის განმავლობაში ძალიან მცირე აქტივობა
მსუბუქად აქტიური:
მსუბუქი ფიზიკური აქტივობა კვირაში 1-დან 3 დღემდე.
ზომიერად აქტიური :
საშუალო ფიზიკური აქტივობა კვირაში 3-დან 5 დღემდე.
ძალიან აქტიური :
მძიმე ფიზიკური აქტივობა კვირაში 6-დან 7 დღემდე.
უკიდურესად აქტიური :
ყოველდღიური მძიმე ფიზიკური ატივობა