სტატია

აღმოაჩინე ჩვენი ბლოგი



ჯანსაღი სადილის მარტივი რეცეპტები - სოკოსა და კვერცხის ასორტი

ცოტაოდენი ბეკონი, სოკო და წითელი პომიდორი კვერცხის ამ კერძს ყველასთვის სასურველ სადილად აქცევს!

ინგრედიენტები, რომლებიც დაგჭირდებათ:

  • ½ ჭიქა წვრილად დაჭრილი სოკო
  • ¼ ჭიქა წვრილად დაჭრილი მწვანე ხახვი
  • 1 ჩაის კოვზი ზეთი
  • 4 ცალი კვერცხი
  • წითელი წიწაკა გემოვნებით
  • ¼ ჭიქა უცხიმო რძე
  • ¼ ჭიქა უცხიმო ყველი
  •  ინდაურის ბეკონის 1 ნაჭერი
  • შუაზე გაჭრილი წვრილი პომიდვრები (7-8 ცალი)

მომზადების დრო: 20 წთ.

მომზადების წესი:  დადგით ტაფა საშუალო ცეცხლზე. ჩაყარეთ სოკო და მწვანე ხახვი. არ გადმოდგათ , სანამ ორივე კარგად არ დარბილდება.

მოზრდილ ჯამში გათქვიფეთ კვერცხი, რძე და წიწაკა. მიღებული მიქსტურა გადაიტანეთ ტაფაზე და აღარ მოურიოთ. დაამატეთ ყველი და ბეკონი. ფრთხილად იყავით, რომ კვერცხი ძალიან არ შეწვათ. როდესაც გადმოდგამთ, კვერცხი კვლავ გლუვი და ზომიერად შემწვარი უნდა იყოს.

მოათავსეთ კვერცხის მასა სოკოსთან და მწვანე ხახვთან ერთად. მოაყარეთ დაჭრილი პომიდვრები და გემრიელად მიირთვით!

კალორიულობა: 102 კალორია. ცხიმი: 5გრ. ბოჭკო: 1გრ. ნახშირწყლები: 5 გრ. ცილა: 11გრ. ნატრიუმი :286 მგ.

რეკომენდირებული პროდუქტები



დღეში დამწვარი კალორიების გამოთვლა


სანტიმეტრებში
კილოგრამებში
განმარტება:
მჯდომარე, ნაკლებმოძრავი :
დღის განმავლობაში ძალიან მცირე აქტივობა
მსუბუქად აქტიური:
მსუბუქი ფიზიკური აქტივობა კვირაში 1-დან 3 დღემდე.
ზომიერად აქტიური :
საშუალო ფიზიკური აქტივობა კვირაში 3-დან 5 დღემდე.
ძალიან აქტიური :
მძიმე ფიზიკური აქტივობა კვირაში 6-დან 7 დღემდე.
უკიდურესად აქტიური :
ყოველდღიური მძიმე ფიზიკური ატივობა
შენი წარმატების პორტალი

კონტაქტი / უსაფრთხოების პოლიტიკა