სტატია

აღმოაჩინე ჩვენი ბლოგი



ეფექტური დიეტა მუცლის, გვერდების და წელის მიდამოდან ზედმეტი ცხიმების გასაქრობად

 თანამედროვე სამყაროში ქალბატონები თავგამოდებით ცდილობენ იდეალური ფიგურის შენარჩუნებას. ზედმეტი წონისგან გასათავისუფლებლად ისინი სხვა და სხვა მეთოდს მიმართავენ. თუმცა არასასურველი კილოგრამები ხშირად არა პრობლემური ზონების, არამედ მკერდის ხარჯზე იკარგება. ქალბატონებისთვის კი ეს უსიამოვნო სიურპრიზს წარმოადგენს. ნაცვლად იმისა, რომ თეძოების გარშემოწერილობა დახვეწონ და მუცლის ზედმეტ ცხიმებს გამოემშვიდობონ, ისინი საკუთარი მკერდის ლამაზ ფორმებს ეთხოვებიან, მაგრამ არის კი შესაძლებელი დავემშვიდობოთ ულამაზო წელს და ჩამოშვებულ მუცელს ისე, რომ მკერდის ზონას ან სხეულის სხვა ნაწილებს არაფერი ვავნოთ?!როგორც ჩანს, არსებობს სპეციალური დიეტა, რომელიც ამის საშუალებას იძლევა.

რეკლამები რასაც უნდა გთავაზობდნენ, გახსოვდეთ, რომ წელის არიდან ზედმეტ ცხიმებს სპეციალური დიეტის გარეშე ვერაფრით მოიშორებთ. არსებობს პროგრამები, რომელთა დახმარებით დიეტებს ლოკალური მოქმედება ახასიათებთ, ისინი ებრძვიან პრობლემურ ზონებს და ახდენენ სხეულის სხვა ნაწილების კორექციასაც. ნებისმიერმა ადამიანმა, რომელიც მსგავსი დიეტის დაცვას გადაწყვეტს უარი უნდა თქვას ალკოჰოლისა და თამბაქოს მოხმარებაზე. ორივე მათგანი მნიშვნელოვნად არღვევს ორგანიზმში მიმდინარე მეტაბოლურ პროცესებს. ცნობილია ისიც, რომ ლუდი ზრდის იმ ქალური ჰორმონების შემცველობას, რომლებიც სწორედ მუცლისა და წელის არეში ცხიმის დაგროვებას უწყობენ ხელს. გასაკვირი არ არის, რომ ადამიანებს, რომლებიც გახდომას ცდილობენ ალკოჰოლსა და თამბაქოზე უარის თქმის გარეშე არაფერი გამოსდით.

გვერდებისა და მუცლის ცხიმების დასაწვავად დიეტის დაწყებას თუ გადაწყვეტთ, გაითვალისწინეთ, რომ უნდა იკვებოთ შემდეგი პრინციპით: ჭამთ ხშირად და ცოტას. კვება დაახლოებით ყოველ 2-3 საათში მოგიწევთ. როგორც კი შიმშილს იგრძნობთ, მაშინვე მაგიდასთან მიდიხართ. ჭამის დასასრულს თავს დანაყრებულად არ უნდა გრძნობდეთ. ნაყროვანების შეგრძნება 15-20 წუთის შემდეგ გეწვევათ. კვება ოც წუთს უნდა გრძელდებოდეს და დაიმახსოვრეთ, განწყობა ძალიან მნიშვნელოვანია. აუცილებელია კარგ ხასიათზე იყოთ! მალე აღმოაჩენთ, რომ თქვენი ორგანიზმი გაცილებით ნაკლებ საკვებს მოითხოვს და ბევრად მარტივად დანაყრდება, ვიდრე ეს აქამდე ხდებოდა.

დიეტაში აუცილებლად უნდა ჩართოთ შემდეგი პროდუქტები:

  • კენკრა, ახალი ხილი და ბოსტნეული
  • მარცვლეული
  • კვერცხი
  • ლობიო
  • თხილეული და მზესუმზირის მარცვლები
  • რძემჟავა პროდუქტები
  • ზეითუნის ან მზესუმზირის ზეთი
  • თევზი და ზღვის პროდუქტები
  • ნაკლებცხიმიანი ხორცი (ქათამი ან ინდაური)

აკრძალულია შემდეგი პროდუქტების გამოყენება:

  • შებოლილი პროდუქტები
  • მარგარინი
  • ცხიმიანი რძე
  • ცომეული და ტკბილეული ნებისმიერი სახით
  • კონსერვები
  • ერთჯერადი ფაფები და წვნიანები
  • შემწვარი პროდუქტები

დიეტაზე ყოფნისას აუცილებელია საკმარისი რაოდენობით სითხის მიღება. სასურველია თუ დღის მანძილზე 8 ჭიქამდე მინერალურ ან უბრალო წყალს მიირთმევთ. სასურველია ბალახების ან მწვანე ჩაის ზომიერად მიღებაც.

 

გთავაზობთ მუცლის დიეტის მენიუს მაგალითს:

საუზმე: 1 ცალი რბილად მოხარშული კვერცხი, ხრაშუნა პური, 150 გრამი დიეტური იოგურტი და ერთი ცალი ფორთოხალი.

სადილი: ბოსტნეულის წვნიანი, 250 გრამი თევზი ან კანგაცლილი თეთრი ხორცი, ბოსტნეულის სალათი.

ვახშამი: 75 გრ. მოხარშული ლობიო, გრილზე მომზადებული ბიფშტექსი, 1 ცალი ფორთოხალი.

შეგიძლიათ სადილსა და ვახშამს ადგილები შეუცვალოთ.

 

მოხდენილი წელის საიდუმლო

წყალი უზმოზე - დილით, საუზმემდე 30 წუთით ადრე სასურველია თბილი წყალი მიირთვათ, დალევამდე კი მასში ლიმონი უნდა ჩააგდოთ. ასე ნივთიერებათა ცვლას გააუმჯობესებთ და საკვების გადამუშავებაც გაგიადვილდებათ.

კანის მოვლა - შხაპის მიღების შემდეგ სასურველია პრობლემურ ზონებზე ანტიცელულიტური კრემის გამოყენება, რათა კანი მეტად ელასტიური გახდეს.

მოძრაობა და კიდევ ერთხელ მოძრაობა  - სასურველი შედეგის მისაღებად აუცილებელია მუცლის კუნთებისთვის განკუთვნილ ვარჯიშთა სპეციალური კომპლექსის შემუშავება და რეგულარული ფიზიკური დატვირთვა.

 

რეკომენდირებული პროდუქტები



დღეში დამწვარი კალორიების გამოთვლა


სანტიმეტრებში
კილოგრამებში
განმარტება:
მჯდომარე, ნაკლებმოძრავი :
დღის განმავლობაში ძალიან მცირე აქტივობა
მსუბუქად აქტიური:
მსუბუქი ფიზიკური აქტივობა კვირაში 1-დან 3 დღემდე.
ზომიერად აქტიური :
საშუალო ფიზიკური აქტივობა კვირაში 3-დან 5 დღემდე.
ძალიან აქტიური :
მძიმე ფიზიკური აქტივობა კვირაში 6-დან 7 დღემდე.
უკიდურესად აქტიური :
ყოველდღიური მძიმე ფიზიკური ატივობა
შენი წარმატების პორტალი

კონტაქტი / უსაფრთხოების პოლიტიკა